მწერიჭამია მცენარეების დათესვის ინსტრუქცია

ფოტო

Pinguicula balcanica

მწერიჭამია მცენარეების თესლები აღმოცენებადობის უნარს მხოლოდ მოკლე ხნის მანძილზე ინარჩუნებენ. უკვე ერთი წლის შემდეგ მრავალი სახეობის თესლების აღმოცენების უნარი ძალზე დაქვეითებულია. ამიტომ ამ მცენარეების საღი თესლები დაუყონებლივ უნდა დაითესოს.

დასათესად მოამზადეთ ორი ჭურჭელი. ერთი – არანაკლებ 10×15×10 სმ ზომისა და მეორე – 10 სმ–ით მეტი ყოველი მხრიდან. დიდი ჭურჭელი ნახვრეტის გარეშე უნდა იყოს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დახურვა მინის ან პლასტიკური გამჭვირვალე თავსახურით. პატარა ჭურჭელს ფსკერზე უნდა ჰქონდეს 3–5 ცალი, მინიმუმ 1 სმ დიამეტრის ზომის ნახვრეტი . დიდი ჭურჭელი ნახევრამდე შეავსეთ წყლით, ანუ მისგან გარკვეულწილად აკვარიუმი უნდა შეიქმნას. მომცრო ჭურჭელში მოათავსეთ ტორფიანი სუბსტრატი, შეგიძლიათ აგრეთვე სუფთა ქვიშა გამოიყენოთ. უკვე დასველებული სუბსტრატის ზედაპირზე თანაბრად მოაბნიეთ თესლები. ბოლოს მთელი დასათესი მასალა მოათავსეთ დიდ ჭურჭელში ისე, რომ წყალი მომცრო ჭურჭლის სიმაღლის ნახევარს აღწევდეს. 1 თვის განმავლობაში სუბსტრატის ზედაპირზე აღმოცენდება ნათესი, რომელიც 3–6 თვის შემდეგ უნდა ზომის მიხედვით უნდა გადარგოთ თითო–თითოდ ცალკეულ ქოთნებში.

დასათესი სუბსტრატის დამუშავება დათესვამდე

დათესვისათვის საჭიროა დასათესი სუბსტრატის სტერილიზაცია. თუ თქვენ ქვიშას იყენებთ, მოხარშეთ ის 10 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში, თუ ტორფი გაქვთ, დაასხით მას მდუღარე და დატოვეთ გასაცივებლად. ამრიგად, თქვენ მიიღებთ საკმარისად სტერილიზებულ სუბსტრატს, რომელიც თავისუფალი იქნება ობისა და სოკოსაგან, ასევე სარეველების თესლებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი დასათესი მასალის განადგურება

Printed from http://www.botanix.kpr.eu/ka/print.php?t=19