ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera)

ფოტო

ლოტოსის ყვავილი

ინდური ლოტოსი მომხიბლავი მისტიური წყლის მცენარეა, რომელსაც მონაცრისფრო–მწვანე წყალგაუმტარი ფოთლები და ვარდისფერი ყვავილები აქვს. ბუდისტები მას რელიგიური ცერემონიების დროს იყენებენ, მცენარის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია (პირველ რიგში საკვებად იყენებენ თესლებსა და მიწის თხილს), მთელი სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის ტერიტორიაზე ის სხვადასხვანაირი კერძის მოსამზადებლად. გამოიყენება ლოტოსი ჭაობის მცენარეა. ლოტოსის გახარება მარტივია, მხოლოდ უნდა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს.

დათესვამდე აუცილებელია თესლების ზუმფარით დამუშავება, რადგან მათი ზედაპირი კარგად არის გაჟღენთილი სპეციფიური ნივთიერებებით და აბსოლუტურად არ ატარებს წყალს. ამიტომ, შესაძლებელია,რომ თესლები საერთოდ არ აღმოცენდეს, რადგან მათში წყალი საერთოდ არ მოხვდება. ზუმფარით დაუმუშავებელი თესლებმა აღმოცენებადობის უნარი შესაძლოა 1000 წელი შეინარჩუნონ, მაგრამ თუ თქვენ ისინი დაასველეთ წყლით ზუმფარით დამუშავების გარეშე, ლოტოსის აღმოცენების ლოდინი კარგა ხანს მოგიწევთ.

ფოტო

ლოტოსის აღმოცენებული თესლები

როგორ შეიძლება განსაზღვროთ, საკმარისად არის თუ არა თესლი დამუშავებული ზუმფარით? საკმარისი დამუშავების შემთხვევაში, თესლების ზომა 24 საათის განმავლობაში ორჯერ გაიზრდება. თუ ეს ასე არ მოხდა, თესლები კიდევ დაამუშავეთ. გაიმეორეთ დამუშავება მანამ, სანამ თესლების ზომა არ გაიზრდება.

თესლებისთვის მხოლოდ წყალია აუცილებელი. ზუმფარით დამუშავების შემდეგ თესლები მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. 20 °C–იანი ტემპერატურის შემთხვევაშიც კი თესლების ზომა 24 საათის განმავლობაში ორჯერ გაიზრდება. დასაწყისისათვის იდეალური ტემპერატურა – 27–28 °C–ია. ამ ტემპერატურაზე აღმოცენება ძალიან მალე ხდება, ერთი კვირის შემდეგ კი თქვენ უკვე გექნებათ ფოთლიანი მცენარე. იხილეთ ფოტოდოკუმენტები 

პირველი ფოთლის წარმოქმნის შემდეგ მცენარე უნდა გადაირგას ჭაობის სუბსტრატში ან ხრეშში (რომელიც აკვარიუმებში გამოიყენება) და მთელი მცენარე მოთავსდეს რეზერვუარში (აკვარიუმი, ტბორი) მინიმუმ 30 სმ დონის წყალში. თუ სუბსტრატად გამოყენებულია აკვარიუმის ხრეში, თქვენ ლოტოსის გაზრდა თევზებიან აკვარიუმშიც შეგიძლიათ. მცენარის ზრდასთან ერთად საჭირო იქნება უფრო დიდი სივრცე. თქვენ შეგიძლიათ იგი გაახაროთ ზამთრის ბაღის ან სათბურის ტბორში,სადაც იგი არ გაიყინება. ლოტოსის გახარებისათვის იდეალური ტემპერატურა 20–35°C–ია. თანამემამულეები იძულებულნი იქნებიან დაკმაყოფილდნენ უფრო დაბალი ტემპერატურით, მაგრამ ლოტოსს ეს ხელს სულაც არ უშლის. ზაფხულში ლოტოსის გადატანა ღია ცის ქვეშ ტბორში შეგიძლიათ, მაგრამ ზამთარში, ის შენობაში უნდა შეიტანოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, მას გამოზამთრება ტენიან სარდაფშიც შეუძლია.

იდეალური გადაწყვეტილებაა – ლოტოსის გახარება აბაზანაში სამშენებლო დუღაბისათვის (მათი მოცულობა 60 – 80 ლიტრია და 10 ევრო ღირს). მცენარე უნდა მოთავსდეს რომელიმე სუბსტრატში (ჭაობის ან ხრეშში) ყვავილების ქოთანში და ეს ყველაფერი უნდა მოათავსოთ მოცემულ აბაზანაში. როცა აბაზანას ბოლომდე აავსებთ წყლით, ლოტოსისათვის იდეალური პირობები შეიქმნება. ამის უპირატესობაა ისიც, რომ ეს აბაზანა შეიძლება დაიდგას ზამთრის ბაღში ან ბინაში ფანჯრის სიახლოვეს (სასურველია, აივანთან), იმისათვის, რომ მცენარე ყველაზე მზიან და თბილ ადგილას იზრდებოდეს. ზაფხულში აბაზანა შეგიძლიათ სამხრეთ აივანზე ან ბაღში გაიტანოთ. როგორც ხედავთ, ლოტოსის გახარ ე

Printed from http://www.botanix.kpr.eu/ka/print.php?t=16