ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

ვახარებთ ჩვეულებრივ კალმახას (Pleurotus ostreatus)

დღესდღეობით კალმახამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე შამპინიონებმა. მათგან განსხვავებით კალმახას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია – შეუძლებელია იგი თეთრ შხამა სოკოში შეგეშალოთ.

ეს სოკო მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს, ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. სოკო დაბალენერგეტიკული საკვებია, ამიტომაც გამოდგება დაბალკალორიული დიეტებისათვის. სავარაუდოდ, ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც.

კალმახას გამრავლების ინსტრუქცია (Pleurotus ostreatus)

კალმახას გამრავლების 2 ვარიანტი არსებობს – ჩალაზე პოლიეთილენის პაკეტებში, ან ხის ნაპობზე.

სოკოს გამრავლება ჩალაზე პოლიეთილენის პაკეტებში

თავდაპირველად მოამზადეთ ჩალა. ბაქტერიების, ობის და სხვა სოკოების გასანადგურებლად აუცილებელია მისი სტერილიზაცია. არსებობს სტერილიზაციის 2 ვარიანტი:

  1. ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში (შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი, ძველი ქვაბი), დაასხით წყალი და დუღილის ტემპერატურაზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ჩალა 20–25 გრადუსამდე.
  2. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე და უფრო მარტივი საშუალება: ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ წყალი გადაასხით, ჩალას კი კვლავ მდუღარე დაასხით. 20–25 გრადუსამდე გაცივების შემდეგ ჩალა მზად არის დასამყნობლად.

შემდეგ პროცესი ასე უნდა წარიმართოს: დიდ ტომარაში მონაცვლეობით ჩააწყვეთ ჩალა და დაქუცმაცებული დასამყნობი სუბსტრატი. დასამყნობი სუბსტრატის ერთი პაკეტი საკმარისია სველი ჩალის 15–20 კილოგრამზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 50×100 ზომის პოლიეთილენის პაკეტს. პაკეტის ავსების შემდეგ შეკარით იგი და თითოეულ პაკეტზე დანით 3–5 სმ ზომის დაახლოებით 10 ნასერი გააკეთეთ. თუ დასარგავ მასალას დაბალი ტენიანობის ჰაერზე გაახარებთ, მაშინ პაკეტზე ნაკლები რაოდენობის ნასერების გაკეთებაა საჭირო. (საჭიროების შემთხვევაში ნასერები მოგვიანებითაც შეგიძლიათ დაამატოთ). გამზადებული პაკეტები მოათავსეთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას (სადაც მზის შუქი პირდაპირ არ მოხვდება). სოკოს ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 15–25 °C–ია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე მრავლდება სოკო (შესაბამისად, უფრო მალე იხარჯება საკვები ნივთიერებები ჩალაში). ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოახდენთ ტემპერატურის კორექტირებას იმის და მიხედვით, თუ რა რაოდენობის სოკო გჭირდებათ. თუ სოკოს მოსავალი გადააჭარბებს მათი მოხმარების ზღვარს, გადაიტანეთ პაკეტები უფრო გრილ ადგილას. თუ სოკოს მეტი რაოდენობა დაგჭირდათ, შესაბამისად, პაკეტები უფრო თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ. კალმახა მოსავალს 3–4 თვის მანძილზე იძლევა, შემდეგ საკვები ნივთიერებები პაკეტში იხარჯება და საჭიროა ახალი კულტურის დამყნობა, რაც შესაძლებელია ახალი ჩალის ძველზე დამყნობის გზითაც. ერთი პაკეტიდან შესაძლებელია 2–4 გკ სოკოს მოსავლის მიღება.

სოკოს მერქანზე გამრავლება

კალმახა ბუნებაში ფოთლოვანი ხეების მერქანზე იზრდება, ამიტომ შინაურ პირობებში შესაძლებელია მისი გამრავლება 30–80 სმ სიგრძის ხის ნაპობებზე. ამისათვის ყველა ფოთლოვანი ხის ნაპობია გამოსადეგი. (მხოლოდ არა წიწვოვანი). ხის ნაჭრები შენახული უნდა იყოს არა უმეტეს ნახევარი წლისა. მერქანზე დამყნობის მრავალი საშუალება არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დასამყნობი მასალა მერქანთან ურთიერთქმედებაში შევიდეს და სოკოს ქსოვილები აღმოცენდეს მერქანში. ხის ნაჭრებში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნახვრეტები ან ხერხით გაუკეთოთ ნასერები, რომლებშიც მოათავსებთ სანამყენე სუბსტრატს. ამის შემდეგ ხის ნაპობები ჩააწყვეთ ტომარაში და დატოვეთ 2–3 თვის განმავლობაში სოკოს ქსოვილების აღმოსაცენებლად. შემდეგ მიცელიუმის დაფარული ხის ნაპობები მოათავსეთ ბაღის ჩრდილოვან ნაწილის ნიადაგში 1/3–ით. გვალვის დროს მოასხურეთ წყალი. მოსავლის აღება ხის ნაპობებიდან 2–5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. (მერქნის ნოყიერებისდა მიხედვით)

„კალმახას სარგავი მასალის გაყიდვა„ :[http://www.kpr-eshop.eu/ka/pleurotus-ostreatus/]



««« წინა ტექსტი: ჩინური ჩაის ბუჩქი – გქონდეთ საკუთარი ჩაი! შემდეგი ტექსტი: კივანო - kiwano (Cucumis metuliferus) »»»

პარასკევი 3.7.2009 13:29 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!