ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

პურის ხე Artocarpus odoratissimus

პურის ხის გვარს (Artocarpus) მიეკუთვნება თუთისებრთა ოჯახის მარადმწვანე ტროპიკული ხეების დაახლოებით 60 სახეობა, რომელთა სამშობლო არის სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის კუნძულები. ის ენათესავება ლეღვის ხეს (Ficus). ყველაზე ცნობილად ითვლება ნამდვილი პურის ხე (Artocarpus altilis). ამავე გვარს მიეკუთვნება რამოდენიმე სხვა სახეობა, რომლებიც ხეხილის ბუჩქნარებსა და ხეებს წარმოადგენენ. ესენია: Artocarpus communis, Artocarpus integer, Artocarpus heterophyllus და Artocarpus odoratissimus.

მოცემულ სტატიაში წარმოვადგენთ სახეობას – Artocarpus odoratissimus, რომლის სამშობლო კუნძული ბორნეოა (ინდონეზია), მაგრამ ადგილობრივი საჭიროებისათვის მას ასევე ახარებენ მეზობელ ქვეყნებში (მალაიზია, ტაილანდი, ფილიპინები). სამშობლოში ის ცნობილია, როგორც ატაუ, კეირანი, ლოლოი, მადანგი, მარანგი, პი–იენი, პინგანი, ტარაპი, ტერაპი, ხანუნ სამპალორი (Atau, Keiran, Loloi, Madang, Marang, Pi-ien, Pingan, Tarap, Terap, khanun sampalor). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული არეალის გარეთ ის პრაქტიკულად უცნობია. ბუნებაში ის იზრდება ქვიშიან ნიადაგზე მეორად ტყეებში ზღვის სანაპიროდან ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე.

ის იზრდება 25 მეტრამდე სიმაღლის, აქვს 16–50 სმ სიგრძისა და 11–28 სმ სიგანის ფოთლები. მცენარე არის ერთსახლიანი, ამიტომ ნაყოფის წარმოქმნისათვის საკმარისია ერთი მცენარე. კვერცხის ფორმის ნაყოფს აქვს მწვანე ზედაპირი, 16 სმ სიგრძე და 13 სმ სიგანე. ნაყოფი დაახლოებით 1 კგ–ს იწონის. ნაყოფი იხმარება როგორც უმად, ასევე გადამუშავებული. პურის ხეები სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის მცხოვრებთა კვების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ნაყოფის რბილობი არის თეთრი, ძალიან ტკბილი, წვნიანი, არომატული და აქვს ნაზი გემო, რომელიც წააგავს დურიოს (Durio, ყველაზე ცუდი სურნელის მქონე ხილი მსოფლიოში), მაგრამ მისგან განსხვავებით, არ აქვს ცუდი სურნელი.

პურის ხე Artocarpus odoratissimus მრავლდება თესლით. საღ თესლებს კარგი გამძლეობა ახასიათებთ და ერთი კვირის განმავლობაში უკვე აღმოცენდება. ჩვენს მიერ ბორნეოზე ჩატარებული აღმოცენებადობის დასადგენი ცდების შედეგად, დადგინდა, რომ თესლები 3 კვირის შენახვის შემდეგ მთლიანად კარგავენ აღმოცენების უნარს. ამიტომ თესლები დაუყონებლივ უნდა დაითესოს, უმჯობესია ქვიშიან, კარგი გამტარიანობის მქონე გრუნტში. ვეგეტატიური გამრავლება (კალმებით, დამყნობით) ნაკლებად შედეგიანია. დაავადებები და მავნებლები პურის ხეს ძალზე იშვიათად უჩნდება.

მისი ტროპიკული წარმოშობის გათვალისწინებით, ეს სახეობა არ არის ყინვაგამძლე. მინიმალური ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 7 °C.


««« წინა ტექსტი: გაახარეთ ოთხფოთლოვანი მარსილია – (Marsilea quadrifolia) შემდეგი ტექსტი: ფიჭვი Pinus kesiya »»»

კვირა 19.7.2009 14:46 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!