ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

ჩერიმოია (Annona cherimola)

ბოლო დროს ევროპაში ძალზე საინტერესო ტროპიკული ნაყოფები შემოაქვთ. პირადად მე შევძელი მეყიდა და გამესინჯა ჩერიმოიას ნაყოფი. მიუხედავად იმისა, რომ დახლებზე იგი იშვიათად შეგხვდებათ, შესანიშნავი გემოს წყალობით ის მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს გასაღების ბაზარზე.

ჩერიმოია ხის ნაყოფის მეტად გავრცელებული სავაჭრო სახელწოდებაა – (Annona cherimola), რომელიც იზრდება ანდების ხეობებში ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე კოლუმბიიდან პერუმდე. ის იზრდება უფრო დაბალ ადგილებშიც, ამიტომ ჩერიმოია შეგხვდებათ მსოფლიოს ბევრ თბილ რეგიონებშიც, მაგალითად, ისრაელსა და სამხრეთ ესპანეთში. ამ გვარს დაახლოებით 120 სახეობა მიეკუთვნება.

ჩერიმოიას მწვანე–მოყავისფრო კანი აქვს. მისი ზედაპირი ხორკლიანია და ისე გამოიყურება, თითქოს მასზე თქვენი თითების ანაბეჭდია დარჩენილი ხელის მოჭერის შემდეგ. ზოგიერთს იგი სოლყავრის სახურავს აგონებს. ჯერ კიდევ დაუმწიფებელი მაგარი ნაყოფი შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ დასარბილებლად. აქვს კრემისფერი რბილობი, გემო ბანანისა და ანანასის გაერთიანებულ გემოს წააგავს და შეიცავს დაახლოებით 10–20 შავი ფერის ლობიოს მარცვლის ოდენა თესლს, რომელიც სასიკვდილოდ შხამიანია. რბილობი ძირითადად უმად გამოიყენება.

თესლები შეგიძლიათ ბინაში ან თბილ სათბურში დათესოთ და წამოზარდოთ. აღმოცენების დრო სხვადასხვაა, თუმცა ჩვეულებრივ ეს 3 კვირის განმავლობაში ხდება. თესლი აღმოცენებისათვის საჭირო ტემპერატურა დაახლოებით 27 C°–ია. თესლებიდან აღმოცენებულ პატარა ხეებს მოვარდისფრო შეფერილობა აქვთ. მოგვიანებით, ისინი იძენენ უფრო მუქ, მწვანე ფერს, 10–15 სმ სიგრძის ფოთლები იღებენ კვერცხისებურ ფორმას და იფარებიან ბუსუსებით, მეორე მხარეზე კი შესამჩნევია გამოკვეთილი ძარღვიანობა. ზამთარში ფოთლები ნაწილობრივ ცვივა. დაზიანებისას სპეციფიურ სუნს გამოყოფენ. ფოთლების დაცვენის ადგილას ახალი ტოტები წარმოიქმნება. ანონასებრთა ოჯახის ყველა სახეობას სჭირდება ბევრი სინათლე და რაც მთავარია, სწორი გამოზამთრება, რაც მოყვარულ მებაღეთა შორის ხშირად საკამათო საკითხია. ზამთარში შეგიძლიათ სცადოთ, გამოზარდოთ ცალკეული მცენარეები ოთახის ტემპერატურაზე და გაარკვიოთ, სად აყვავდება იგი ყველაზე მალე.

როგორც წესი, ანონა მესამე–მეხუთე წელს ყვავილობს. ყვავილობამდე ის დამჭკნარს წააგავს და მისი ფოთლების უმეტესობა ცვივა. ყვავილობს მოყვითალო ფერის ყვავილების, რომლებიც ჩამოცვენილი ფოთლების ადგილას ან ნორჩ ფოთლებთან ერთად ჩნდებიან. დამტვერვისათვის აუცილებელია 2 მცენარე, რომელთა დამტვერვა ხელოვნურადაც არის შესაძლებელი. ნაყოფი მწიფდება 5–7 თვის განმავლობაში.

არ შეგაცდინოთ მცენარის კენწერომ, რომელიც ყოველთვის დამჭკნარს ჰგავს. ხანმოკლე სიცხე მცენარეს არ დააზიანებს, მაგრამ მისი მორწყვა ზამთარშიც აუცილებელია. თუ გაგიმართლებთ, შეძლებთ ანონასებრთა სხვა საინტერესო სახეობების მოპოვებასაც: Annona sqamosa – ქერცლიან ანონას გააჩნია „ქერცლიანი„ ნაყოფი, რომელიც ფიჭვის გირჩებს წააგავს. მათ ასევე შაქრის ვაშლებს უწოდებენ. აქვთ მწვანე ან მოყვითალო–მწვანე შეფერილობა.

Annona reticulata – ბადისებრ ანონას, სისხლისფერი შეფერილობის გამო, „ვირის“ან „ხარის გულს“ უწოდებენ. მას მაგარი და ტკბილი რბილობი გააჩნია.

Annona muricata – რბილ ეკლებიან ანონას, რომელსაც ასევე გუანაბანას უწოდებენ, აქვს ყველაზე დიდი (1,5 – 5 კგ) და „ყველაზე ტროპიკული“ ნაყოფი, რომლებსაც ისხამს მცენარის ტანი და გამოყოფილია ნახევარ სანტიმეტრიანი ეკლიანი ბუშტუკებით. არის მწვანე ფერის. მისი ფოთლებიდან კოროსოლის ჩაი მზადდება.

««« წინა ტექსტი: როგორ გავთიბოთ სწორად გაზონი? შემდეგი ტექსტი: ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera) »»»

სამშაბათი 14.7.2009 08:24 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!