ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

ფიჭვი Pinus kesiya

ფიჭვი Pinus kesiya წარმოადგენს აზიური ფიჭვების სწრაფმზარდ სახეობას, რომელიც იშვიათად ხარობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. იგი იზრდება დაახლოებით 30–35 მეტრის სიმაღლის, ხოლო ხის ტანის დიამეტრი აღწევს 1 მეტრს. იგი წარმოადგენს სამ-ნემსოვან ფიჭვს (თითოეული კონიდან იზრდება 15–20 სანტიმეტრის სიგრძის 3 ნემსი). გირჩების ზომა აღწევს 5–9 სანტიმეტრს, ხოლო თესლების სიგრძე – 1,5–2,5 სანტიმეტრს.

ორშაბათი 20.7.2009 04:53 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

პურის ხე Artocarpus odoratissimus

პურის ხის გვარს (Artocarpus) მიეკუთვნება თუთისებრთა ოჯახის მარადმწვანე ტროპიკული ხეების დაახლოებით 60 სახეობა, რომელთა სამშობლო არის სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის კუნძულები. ის ენათესავება ლეღვის ხეს (Ficus). ყველაზე ცნობილად ითვლება ნამდვილი პურის ხე (Artocarpus altilis). ამავე გვარს მიეკუთვნება რამოდენიმე სხვა სახეობა, რომლებიც ხეხილის ბუჩქნარებსა და ხეებს წარმოადგენენ. ესენია: Artocarpus communis, Artocarpus integer, Artocarpus heterophyllus და Artocarpus odoratissimus.

კვირა 19.7.2009 06:46 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

გაახარეთ ოთხფოთლოვანი მარსილია – (Marsilea quadrifolia)

ფოტო ოთხფოთლიანი მარსილია (Marsilea quadrifolia) მცენარე–გვიმრას წარმოადგენს, რომელსაც ოთხფოთლიანი ფორმის ფოთლები აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სიტყვები მცენარე–გვიმრა და ოთხფოთლოვანი არ შეესაბამება ერთმანეთს? სწორედ რომ პირიქით, ყველა მოცემული სიტყვა შესანიშნავად ახასიათებს უჩვეულო, დეკორატიულ, მებაღეობისათვის პრაქტიკულად უცნობ მცენარეს.

კვირა 19.7.2009 06:36 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

ბოლქვებისა და მცენარეების დათესვა

ფოსტით მიღებული მცენარეები (ნერგები), ამოიღეთ შეფუთვიდან და მოათავსეთ 2–3 დღით ჩრდილიან ადგილზე ან შეგიძლიათ მაშინვე დათესოთ, და ორი დღის განმავლობაში მოაფაროთ საკანცელარიო ქაღალდი ან დაფა, რომ არ მოხვდნენ პირდაპირი მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერმა მზის შუქმა ისინი შეიძლება დააზიანოს.

პარასკევი 17.7.2009 06:33 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ვაშლის ხის ტანადი თითისტარის ფორმით გაზრდა

საბაზრო ეკონომიკის შემოსვლამ უამრავი ცვლილება მოიტანა. მათგან ერთერთი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ინტენსიფიკაციაა, რომელიც მიმართულია წარმოების ეფექტურობისა და ბაზარზე ჩვენი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაზრდისაკენ. მებაღეობაში, საბაღო ფართობის უფრო ეფექტურად გამოყენებისაკენ სწრაფვაში, მოცემული ინტენსიფიკაცია ნიშნავდა მაღალი ბუჩქნარებიდან და ხეებიდან უფრო დაბალ მცენარეებზე გადასვლას. დაბალი ვარჯის მქონე ხეების გახარებას უდავოდ გააჩნია მეტი უპირატესობები, აადვილებს სამუშაოს და ნაყოფის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს. ვაშლის ხეებში დაბალი ვარჯის მქონე ხეებია – „ტანადი თითისტარი“, „სუპერ ტანადი თითისტარი“, „მზის ღერძი“ (solar axe) და სხვა. აქედან ყველაზე პერსპექტიული და გამოყენებადი არის ხე ფორმით – „ტანადი თითისტარი“.

ხუთშაბათი 16.7.2009 11:51 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

Continue: 1-5 6-10 11-15 16-20 21-24

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!